ზამთრის თასზე „ლეგენდების“ შემადგენლობები ცნობილია
ზამთრის თასზე „ლეგენდების“ შემადგენლობები ცნობილია

ცნობილი გახდა, ზამთრის თასზე ლეგენდების ტურნირზე უცხოური გუნდები რა შემადგენლობებით გევსტუმრებიან.

დავით პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი 2020 წელს 18-19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს 19 იანვარს იხილავს. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფა-ს და ფიფა-ს გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

გუნდები ორ სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

„ა“ ჯგუფი – ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი.

„ბ“ ჯგუფი – საქართველო, უეფა, ფიფა.

ჯერ მხოლოდ ოთხი ნაკრების შემადგენლობაა ცნობილი. ბათუმში საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ალან ჟირესი გვესტუმრება. ამას გარდა, სხვა ცნობილი ვეტერანებიც ითამაშებენ: „რეალის” ყოფილი კაპიტანი ხოსე კამპო, ლუის მილა, ივან კამპო, ხოსე ამავისკა, ვიტალი რევა, ედუარდ ციხმეისტრუკი, რუსლან როტანი, ვიაჩესლავ შევჩუკი, ვლადისლავ ვაშჩუკი, მეჰმეტ აურელიო, ჰასან კაბზე, ვოლქან არსლანი, მილენკო აჩიმოვიჩი.. ჯერ საბოლოდ მხოლოდ საქართველოს და ფიფა-ს შემადგენლობები არ გამოქვეყნებულა.

ესპანეთი: ხუან სანჩესი, ვისენტე როდრიგესი, სალვადორ ბალესტა, ხუან გარსია, ფრანსისკო ხოსე კარასკო, ფერნანდო გინერ გილი, ლუის მილა, ივან კამპო, ხუან კარლოს იგლესიასი, ხოსე ამავისკა, რუბენ დე ლა რედი, რიკარდო ფერერასი, ხოაკინ რეტამოსა, პედრო კონტრერასი, ხესუს ანხელ პარედესი.

უკრაინა: ოლეგ სობურსკი, ვიტალი რევა, ბოგდან შერშუნი, ედუარდ ციხმეისტრუკი, ანდრეი დონეცი, ვიტალი მანძიუკი, ალექსი ბელიკი, ვოლოდიმირ ეზელსკი, მიკოლა იშჩენკო, ანდრი ხომინი, რუსლან როტანი, ვიაჩესლავ შევჩუკი, ვლადისლავ ვაშჩუკი.

თურქეთი: თუნჯაი შანლი. ევრენ თურჰანი, მეჰმეტ აურელიო, ჰასან კაბზე, ვოლქან არსლანი, ჯიჰან ჰასპოლატლი. ემრე აშიკი, სეჰრატ ჩიჩეკი, ფებზი ელმასი, ომერ ჰაჩისალიჰოგლუ, ერსოი უჩტუ.

უეფა: ალან ჟირესი, ჟან-ფრანსუა დომერგი, მილენკო აჩიმოვიჩი, ილია კიტიჩი, იანიკ რაბუ, იოჰან ბლეტონი, ჯოზეფ ზაჰორსკი, ალეკს ჰიგინსკი, ნიკოლა ბელზიტი, იოჰან ფრიცშოლცი.