ზამთრის თასზე 15-წლამდელთა განრიგიც გაირკვა
ზამთრის თასზე 15-წლამდელთა განრიგიც გაირკვა

ზამთრის თასი 2019-ზე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი ჩატარდება. ამ ასაკში ტურნირი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით გაიმართება.

ეროვნული ლიგის გუნდების მსგავსად, თამაშები 15-წლამდელებშიც 11, 12 და 13 იანვარს დაიგეგმა.

მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ რეგიონული ნაკრებები, სფფ-ის აკადემია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 15-წლამდე ლიგის მოწინავე ოთხი გუნდი. 15-წლამდე ზამთრის თასი 2019-ის მონაწილე 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა, ნახევარფინალში თამაშის უფლებას კი თითო ჯგუფიდან თითო გუნდი მოიპოვებს.

15-წლამდე ზამთრის თასის ფინალი 13 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.