ზამთრის თასის ნახევარფინალისტები გაირკვა

21:52, 18.01.2020

ბათუმში ზამთრის თასი 2020-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

„ა“ ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო (3 მატჩი, 3 მოგება) და პირველ ადგილზე გავიდა თბილისის „დინამო”, ხოლო მეორე ადგილზე ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიაა.

„ბ” ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგო და ასევე უდანაკარგოდ ითამაშა „საბურთალომ”, მეორე ადგილზე კი ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიაა.

ნახევარფინალში თბილისის „დინამო” – ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის აკადემიას დაუპირისპირდება, ხოლო „საბურთალო” – ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიას.

მსგავსი