ზამთრის თასის გათამაშებაში საქართველო ესპანეთთან დამარცხდა
ზამთრის თასის გათამაშებაში საქართველო ესპანეთთან დამარცხდა

ზამთრის თასის გათამაშებაში საქართველო ესპანეთთან 2:4 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალშია.

გათამაშების ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა.

„ა“ ჯგუფი:

საქართველო – იტალია 7:6
იტალია – ესპანეთი 2:3
საქართველო-ესპანეთი 2:4

„ბ“ ჯგუფი:
უკრაინა – თურქეთი 3:2
თურქეთი – უეფა 2:3
უეფა – უკრაინა 1:4

„ა“ ჯგუფში საქართველო მეორე შეხვედრას ესპანეთთან 2:1 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 2:4 დამარცხდა. ესპანეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველო მეორეზე.

ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა უკრაინა, მეორეზე – უეფა.

ამგვარად, ნახევარფინალში ერთმანეთს შარშანდელი გათამაშების ფინალისტები, საქართველო-უკრაინა შეხვდებიან. მატჩი 17:30 სააათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალი 18:15 გაიმართება და ესპანეთი უეფა-ს დაუპირისპირდება.