„ზამთრის თასი“ - ეროვნული ლიგის გუნდების გათამაშებაში ორი ნახევარფინალისტი გაირკვა
„ზამთრის თასი“ - ეროვნული ლიგის გუნდების გათამაშებაში ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

„ზამთრის თასზე“ ეროვნული ლიგის გუნდების გათამაშება დაიწყო – „ა“ და „ბ“ ჯგუფის მატჩები უკვე გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

ტურნირი „ა“ ჯგუფის მატჩებით გაიხსნა. მეოთხედფინალის საგზურისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო“, თბილისის „ვიტ ჯორჯია“, ბოლნისის „სიონი“ და „ცხინვალი“ დაუპირისპირდნენ. ცხინვალელებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს და ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ, „დინამოელებმა“ კი, სამიდან ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს და 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.

„ბ“ ჯგუფში „საბურთალო“, „თელავი“ და გორის „დილა“ მოხვდნენ. „თელავმა“ ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. მეორე ადგილით მეოთხედფინალში თამაშის უფლება გორის „დილამ“ მოიპოვა. გორელები თელაველებთან დამარცხდნენ, მაგრამ პირველ შეხვედრაში „საბურთალო“ დაამარცხეს და ამის წყალობით შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

მეოთხედფინალში „ცხინვალისა“ და „დილას“ დაპირისპირება დრამატული გამოდგა. გორელებმა ანგარიში გია ჩადუნელის გოლით გახსნეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ბოლო წუთზე დამარცხდნენ. „ცხინვალიდან“, შედეგიანი დარტყმებით გიორგი ქურდაძე და გიორგი მაღალდაძე გამოირჩნენ.

მეორე მეოთხედფინალი „თელავსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის „დინამოელთა“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ტერიტორიულ უპირატესობას თელაველები ფლობდნენ, თუმცა თბილისელები კონტრშეტევებზე შედეგიანად მოქმედებდნენ. პირველი ნახევარი „დინამოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი, კახა კაკაშვილის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და 4:0 დაწინაურდა. ანგარიშის მიუხედავად „თელავმა“ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს შეხვედრა დაიძაბა, თელაველთა მხრიდან რუხაძისა და ბაშელეიშვილის (2) გოლებს „დინამოელმააწყურელმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში – 3:5 დაფიქსირდა.

ზამთრის თასი 2019-ის ნახევარფინალში „ცხინვალისა“ და თბილისის „დინამოს“ მეტოქეები დღეს საღამოს გაირკვევა.