ზამთრის თასი 2020-ის მონაწილე ყველა გუნდის შემადგენლობა ცნობილია
ზამთრის თასი 2020-ის მონაწილე ყველა გუნდის შემადგენლობა ცნობილია

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 დღეს ბათუმში იწყება. ტურნირი წელს მეოთხედ გაიმართება და მისი მასპინძელი ბათუმის ახალი სპორტის სასახლე იქნება.

18 იანვარს, 10:00 საათიდან ასპარეზობის პირველი დღე 15 წლამდე საფეხბურთო კლუბებს დაეთმობათ. წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რვა გუნდი ერთვება, მათ შორის: „სფფ აკადემია რუსთავი“, „დინამო ბათუმი“, „დინამო თბილისი“, 35-ე სკოლა, „ტორპედო“, „საბურთალო“, „ავაზა“, „სფფ აკადემია ზუგდიდი“.

ასაკობრივ გუნდებს შორის გამარჯვებული 19 იანვარს გაირკვევა. ზამთრის თასის გათამაშების მეორე დღე სრულად დაეთმობათ ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს. მონაწილეთა შორის არიან საქართველო, ესპანეთი, უკრაინა და თურქეთი. უეფა-სა და ფიფა-ს გუნდებში კი სხვადასხვა ქვეყნის ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ.

საფეხბურთო ლეგენდებს, ზამთრის თასის გათამაშების ფორმატში ბათუმი პირველად უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია ექვსივე გუნდის შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ბათუმის ახალი სპორტის სასახლე, რომელიც ორიათას გულშემატკივარს იტევს, უკვე მზად არის ტურნირის მასპინძლობისთვის.

 

ზამთრის თასი 2020-ის გათამაშების დღიური აბონემენტის ფასი ორ ლარს შეადგენს.

ღონისძიების მედიაპარტნიორია საქართველოს პირველი არხი.

19 იანვარს, 13:30-დან 19:00 საათამდე, საფეხბურთო ვარსკვლავთა მატჩების რეპორტაჟებს და 15 წლამდე გუნდების ფინალურ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი ვებგვერდის საშუალებით იხილავთ, 19:00 საათზე ზამთრის თასის ფინალური მატჩი შედგება, შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი