ზამთრის თასი 2019 იწყება 
ზამთრის თასი 2019 იწყება 

„ზამთრის თასი“ წელს მესამედ ჩატარდება – ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობისაა, 11, 12 და 13 იანვარს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

წელს ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშებაში ისევ გვესტუმრებიან უცხოეთის ნაკრებები ვარსკვლავური შემადგენლობითა და ასევე ახალი გუნდები. ტრადიციულად, ჩატარდება გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის კლუბებს შორის, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნებაა.

ამ ეტაპზე, ცნობილია გათამაშების მონაწილე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 13 გუნდის ვინაობა და ტურნირის ფორმატი. კლუბები ერთ ოთხგუნდიან და სამ სამგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ.

სამივე დღეს, ტრადიციად ქცეულ საახალწლო გათამაშებაზე დასწრება უფასო იქნება.