„ზამთრის თასი“ - 15-წლამდელებში პირველი ფინალისტი „საბურთალოა“
„ზამთრის თასი“ - 15-წლამდელებში პირველი ფინალისტი „საბურთალოა“

„ზამთრის თასზე“ 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი, თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში მიმდინარეობს, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ტარდება. „ა“ და „ბ“ ჯგუფის შეხვედრები უკვე გაიმართა და პირველი ფინალისტი გამოვლინდა.

„ა“ ჯგუფში „საბურთალომ“ ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვია, 14 გოლი გაიტანა და სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. შედეგად გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში „ბ“ ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდა, სადაც გაცილებით დაძაბული ვითარება იყო: სამმა გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა და ნახევარფინალში გამსვლელი გუნდი ბურთების უკეთესი სხვაობით გამოვლინდა. შიდა ქართლს, კახეთსა და სფფ აკადემიას შორის საუკეთესო შედეგი ქართლელებმა დააფიქსირეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ნახევარფინალში „საბურთალომ“ შიდა ქართლი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მისი მეტოქე დღეს დანარჩენი ორი ჯგუფის შეხვედრების შედეგად გაირკევევა.