ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა გარიგება (საფრანგეთი)
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა გარიგება (საფრანგეთი)

* „პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაადასტურა, რომ ედინსონ კავანი არ დატოვებდა გუნდს. პარიზული კლუბი ურუგვაელს ზაფხულში უფასოდ გაუშვებს.

* სტივენ ნ’ზონზის შეუწყდა იჯარა „გალათასარაისთან” და ფრანგი სეზონს „რენში” დაასრულებს.

* „მონაკომ” გაიფორმა 19 წლის ცენტრალური მცველი ჟან მარსელინი. ეს ფეხბურთელი მონაკოელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ და მასთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

* „რეალ სოსიედადის” ფეხბურთელი რუბენ პარდო „ბორდოში” გადავიდა და 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.