ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა – ბოლო დღის ყველა გარიგება (იტალია)

11:45, 01.02.2020

* ალექსის სალემაკერსი „მილანის” ფეხბურთელი გახდა. „ანდერლეხტის” 20 წლის ნახევარმცველი იტალიაში იჯარით გადავიდა.

* ასევე „მილანში” დაბრუნდა ურუგვაელი დიეგო ლაქსალტი, რომელიც „ტორინოში” იყო განათხოვრებული.

* „იუვენტუსმა” ემრე ჯანის გარდა, იჯარით გაუშვა ხორვატი მარკო პიაცა – ის სეზონის დარჩენილ ნაწილს „ანდერლეხტში” გაატარებს.

* „ნაპოლიმ” 17 მილიონად შეიძინა სპალ-ის საუკეთესო ბომბარდირი ანდრეა პეტანია. სეზონის ბოლომდე ის თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება და ნეაპოლში ზაფხულში გადაბარგდება.

* სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს იაქტიურა „ფიორენტინამ”: იჯარით აიყვანა „სასუოლოდან” ალფრედ დანკანი, სპალ-დან იგორ ჟულიო, „ჯენოადან” კრისტიან კუამე და კევინ აგუდელო. აგრეთვე, 20 მილიონ ევროდ შეიძინა „ვერონადან” სოფიან ამრაბატი.

* „ჯენოამ” „ტორინოდან” იჯარით აიყვანა იაგო ფალკე.

მსგავსი