ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა გარიგება (გერმანია)
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა გარიგება (გერმანია)

* „დორტმუნდმა” გამოაცხადა გერმანიის ნაკრების საყრდენის ემრე ჯანის იჯარის შესახებ – “იუვენტუსის” ფეხბურთელი ბუნდესლიგაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

* „ჰოფენჰაიმმა””დორტმუნდიდან” ცხრა მილიონ ევროდ შეიძინა დანიელი იაკობ ბრუუნ ლარსენი. გარდა ამისა, სეზონის ბოლომდე იჯარით „ვიტესში” გაუშვა ჯოშ ბრენეტი და კიდევ, „ჰოფემ” „ბრაიტონში” დააბრუნა იურგენ ლოკადია.

* „ლაიპციგმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა „მანჩესტერ სიტის” განაპირა მცველი ანხელინიო. გერმანულ კლუბს სეზონის ბოლოს 30 მილიონ ევროდ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.

* ავსტრიელი საყრდენი შტეფან ილსანკერი „ლაიპციგიდან” „აინტრახტში” გადავიდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

* კშიშტოფ პიონტეკის შემდეგ, „ჰერტამ” „ლაიპციგიდან” დაიმატა მატეუს კუნია. ბერლინელებმა ბრაზილიელში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.

* „ლევერკუზენმა” ცენტრალური მცველი პანაიოტის რეცოსი „შეფილდ იუნაიტედში” გაუშვა.

* „ვერდერმა” დაიბრუნა თავისი ყოფილი ტალანტი დავი ზელკე.