ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა გარიგება (ესპანეთი)
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა გარიგება (ესპანეთი)

* „ბარსელონამ” მომავლისკენ გადადგა ნაბიჯი და „ბრაგადან” შეიძინა ფრანსისკო ტრინკაო. 19 წლის ბიჭს სამშობლოში „ახალ რონალდოს” უწოდებენ, კატალონიელებმა კი მის სანაცვლოდ მხოლოდ 31 მილიონი გადაიხადეს. პორტუგალიელი ახალ გუნდს პირველ ივლისს შეუერთდება. კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

* „ბარსელონამ” ასევე ინვესტიცია ჩადო „პალმეირასის” ბრაზილიელ საყრდენში მატეუშ ფერნანდეშში. ტრანსფერის თანხაა 10 მილიონი ევრო. ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალიადოლიდში” ითამაშებს და „ბარსას” ზაფხულში შეუერთდება.

* „ატლეტიკომ” „დალიან იფანიდან” იჯარით აიყვანა იანიკ კარასკო.

* „ლევანტემ” ორი ფეხბურთელი დაიმატა – მცველი ბრუნო გონსალესი „ხეტაფედან” და კოკე ვეგასი „დეპორტივოდან”.

* „ალმერიამ” გამოაცხადა „ავეშიდან” ნახევარმცველის ენცო ზიდანის დამატების შესახებ – ზინედინ ზიდანის 24 წლის ვაჟის ტრანსფერის დეტალები უცნობი დარჩა. ამ სეზონში ფრანგმა 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.