ზამთრის ოლიმპიადის მეშვიდე დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მეშვიდე დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გაითამაშეს.
დღის მთავარი გმირი გახდა ნორვეგიელი მოთხილამურე იოჰანეს კლებო. თხილამურებით მორბენალმა ლეგენდამ ამ ოლიმპიადაზე მესამე ოქრო მოიგო და ახლა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ზამთრის თამაშების ისტორიაში ამდენი ოქრო მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონია და სამივე ნორვეგიელია – ბიორნ დელი (თხილამურებით რბენა), მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბენა) და ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ბიატლონი). კიდევ ერთი ოქროს მოპოვების შემთხვევაში კლებო ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდება.
ბიატლონი
10 კმ. სპრინტი. კაცები
- კენტენ ფიიონ მაიე (საფ) – 22:53.1 (0)
- ვეტლე კრისტიანსენი (ნორ) – +13.7 (0)
- სტურლა ლეგრეიდი (ნორ) – +15.9 (0)
ციგურებით რბენა
10000 მ. კაცები
- მეტოდეი ჟილეკი (ჩეხ) – 12:33.43
- ვლადიმირ სემირუნი (პოლ) – +5.66
- იორიტ ბერგსმა (ნიდ) – +7.05
თხილამურებით რბენა
10 კმ. თავისუფალი. კაცები
- იოჰანეს კლებო (ნორ) – 20:36.2
- მატის დელოჟი (საფ) – +4.9
- ეინარ ჰედეგარტი (ნორ) – +14.0
სკიატლონი
კაცები
- მეტ უესტონი (ბრიტ) – 3:43.33
- აქსელ იუნგი (გერ) – +0.88
- კრისტოფერ გროტერი (გერ) – +1.07
სნოუბორდი
კროსი. ქალები
- ჯოზი ბაფი (ავსტრა)
- ევა ადამჩიკოვა (ჩეხ)
- მიკელა მოიოლი (იტა)
სნოუბორდი
ჰაფპაიპი. კაცები
- იუტო ტოცუკა (იაპ) – 95.00
- სკოტი ჯეიმსი (ავსტრა) – 93.50
- რიუსეი იამადა (იაპ) – 92.00
ფიგურული სრიალი
კაცები
- მიხაილ შაიდოროვი (ყაზ) – 291.58
- იუმა კაგიამა (იაპ) – 280.06
- სიუნ სატო (იაპ) – 274.90