ზამთრის ოლიმპიადის მესამე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მესამე დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გაითამაშეს. ყველაზე წარმატებული შვეიცარიის ოლიმპიური გუნდი იყო, რომელმაც ორი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.
შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე ფრანიო ფონ ალმენია პირველია, ვინც ამ თამაშებზე ორი ოქრო მოიგო – სწრაფდაშვების შემდეგ, 23 წლის სპორტსმენმა კომბინაციაში გაიმარჯვა.
მედლების მესამე კომპლექტი გათამაშდა ციგურებით რბენაში და მესამედ დამყარდა ოლიმპიური რეკორდი.
სამთო თხილამურები
კომბინაცია. კაცები
- შვეიცარია (ფონ ალმენი/ნეფი) – 2.44,04 (1.52,22+51,82)
- შვეიცარია (ოდერმატი/მეიარი) – 2.45,03 (1.52,08+52,95)
- ავსტრია (კირხმაირი/ფელერი) – 2.45,03 (1.53,05+51,98)
ციგურებით რბენა
1000 მ. ქალები
- იუტა ლერდამი (ნიდ) – 1.12,31 (ო.რ.)
- ფემკე კოკი (ნიდ) – 1.12,59
- მიჰო ტაკაგი (იაპ) – 1.13,95
ტრამპლინიდან ხტომა
საშუალო ტრამპლინი. კაცები
- ფილიპ რაიმუნდი (გერ) – 274.1
- კაცპერ ტომასიაკი (პოლ) – 270.7
- რენ ნიკაიდო (იაპ) – 266.0
- გრეგორ დეშვანდენი (შვეიც) – 266.0
სნოუბორდი
ბიგ-ეირი. ქალები
- კოკომე მურასე (იაპ) – 179.00
- ზოი სადოვსკი-სინოტი (ზელ) – 172.25
- იუ-სენ იონი (კორ) – 171.00
ფრისტაილი
სლოუპსტაილი. ქალები
- მატილდა გრემო (შვეიც) – 86.96
- აილინ გუ (ჩინ) – 86.58
- მეგან ოლდჰემი (კან) – 76.46