ზამთრის ოლიმპიადის მერვე დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადის მერვე დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მერვე დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გაითამაშეს.

დაიწერა „თეთრი“ ოლიმპიადის ახალი ისტორია. სამთო თხილამურებში მამაკაცებს შორის გიგანტური სლალომი მოიგო ლუკას პინეირო ბრაატენმა, რითიც ბრაზილიას და მთლიანად სამხრეთ ამერიკას ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა ზამთრის თამაშებზე.

25 წლის პინეირო ბრაატენი ნორვეგიაშია დაბადებული და სამი წელი ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა, შემდეგ ნორვეგიის სათხილამურო ფედერაციას წაეჩხუბა და კარიერა დაასრულა, ერთ წელიწადში კი დედის სამშობლოს – ბრაზილიის დროშით დაბრუნდა.

დიდი ტრამპლინიდან ხტომა მოიგო სლოვენიელმა დომენ პრევცმა, რითიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა – მანამდე მან შერეულ გუნდურ ასპარეზობაში გაიმარჯვა თავის დასთან – ნიკა პრევცთან ერთად. ამ უკანასკნელს მიმდინარე ოლიმპიადაზე ნორმალურ ტრამპლინზე ვერცხლიც აქვს მოპოვებული.

ასე რომ, პრევცების ოჯახს (სამი ძმა და ერთი და) ცხრა ოლიმპიური მედალი აქვს. პეტერ პრევცმა (ოქრო, ორი ვერცხლი, ბრინჯაო) და ცენე პრევცმა (ვერცხლი) კარიერა უკვე დაასრულეს, 26 წლის დომენსა და 20 წლის ნიკას კიდევ აქვთ იტალიაში მედლების მოპოვების შანსი.

 

ბიატლონი

7.5 კმ. სპრინტი. ქალები

  1. მარენ კირკეიდე (ნორ) – 20:40.8 (0)
  2. ოსეან მიშელონი (საფ) – +3.8 (0)
  3. ლუ ჟანმონო (საფ) – +23.7 (1)

 

სამთო თხილამურები

გიგანტური სლალომი. კაცები

  1. ლუკას პინეირო ბრაატენი (ნორ) – 2:25.00
  2. მარკო ოდერმატი (შვეიც) – +0.58
  3. ლოიკ მეიარი (შვეიც) – +1.17

 

ციგურებით რბენა

500 მ. კაცები

  1. ჯორდან შტოლცი (აშშ) – 33.77 (ო.რ.)
  2. ენინგ დე ბო (ნიდ) – +0.11
  3. ლორან დიუბრეი (კან) – +0.49

 

თხილამურებით რბენა

ესტაფეტა 4×7.5 კმ. ქალები

  1. ნორვეგია – 1:15:44.8
  2. შვედეთი – +50.9
  3. ფინეთი – +1:14.7

 

ტრამპლინიდან ხტომა

დიდი ტრამპლინი. კაცები

  1. დომენ პრევცი (სლოვენ) – 301.8
  2. რენ ნიკაიდო (იაპ) – 295.0
  3. კაცპერ ტომასიაკი (პოლ) – 291.2

 

სკელეტონი

ქალები

  1. იანინა ფლოკი (ავსტრია) – 3:49.02
  2. ზუზანე კრეხერი (გერ) – +0.30
  3. ჟაკლინ პფაიფერი (გერ) – +0.44

 

ფრისტაილი

მოგული. ქალები

  1. ჯაკარა ენტონი (ავსტრა)
  2. ჯელინ კაუფი (აშშ)
  3. ელიზაბეტ ლემლი (აშშ)