ზამთრის ოლიმპიადის მეხუთე დღეს მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მეხუთე დღეს მედლების რვა კომპლექტი გაითამაშეს.
მიმდინარე ოლიმპიადას უკვე ჰყავს სამგზის ჩემპიონი. შვეიცარიელმა სამთო მოთხილამურემ, ფრანიო ფონ ალმენმა მოიგო კაცებს შორის სუპერგიგანტი და მესამე ოქრო მოიპოვა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში. მან ასევე გაიმარჯვა სწრაფდაშვებაში და გუნდურ კომბინაციაში.
ახალი ისტორია დაწერა ფრანგმა მოციგურავემ, გიიომ სიზერონმა. ის პირველია ფიგურული სრიალის ცეკვებში, ვინც ოლიმპიადა სხვადასხვა პარტნიორთან ერთად მოიგო. 2022 წელს სიზერონი გაბრიელა პაპადაკისთან ერთად გახდა ჩემპიონი, ამჯერად კი ოქროს მედალი მოიპოვა ლორანს ფურნიე-ბოდრისთან ერთად.
ბიატლონი
ინდივიდუალური. 15 კმ. ქალები
- ჟულია სიმონი (საფ) – 41:15.6 (1)
- ლუ ჟანმონო (საფ) – +53.1 (2)
- ლორა ხრისტოვა (ბულ) – +1:04.5 (0)
სამთო თხილამურები
სუპერგიგანტი. კაცები
- ფრანიო ფონ ალმენი (შვეიც) – 1:25.32
- რაიან კოკრენ-სიგლი (აშშ) – +0.13
- მარკო ოდერმატი (შვეიც) – +0.28
ციგურებით რბენა
1000 მ. კაცები
- ჯორდან შტოლცი (აშშ) – 1:06.28 (ო. რ.)
- ენინგ დე ბო (ნიდ) – +0.50
- ჟუნიან ნინი (ჩინ) – +1.06
სათხილამურო ორჭიდი
ნორმალური ტრამპლინი+10 კმ
- იენს ოფტებრუ (ნორ) – 29:59.4
- იოჰანეს ლამპარტერი (ავსტრია) – 30:00.4
- ეერო ჰირვონენი (ფინ) – 30:01.9
ციგაობა
ორადგილიანი. ქალები
- იტალია (ვიოტერი/ობერჰოფერი) – 1:46.404
- გერმანია (აიტბერგერი/მაჩინი) – +0.120
- ავსტრია (ეგლე/კიპი) – +0.259
ციგაობა
ორადგილიანი. კაცები
- იტალია (რიდერი/კაინცვალდნერი) – 1:45.086
- ავსტრია (შტოი/კინდლი) – +0.068
- გერმანია (ვენდლი/არტლი) – +0.090
ფიგურული სრიალი
ცეკვები
- საფრანგეთი (ფურნიე ბოდრი/სიზერონი) – 225.82
- აშშ (ჩოკი/ბეიტსი) – 224.39
- კანადა (გილესი/პუარიე) – 217.74
ფრისტაილი
მოგული. ქალები
- ელიზაბეტ ლემლი (აშშ) – 82.30
- ჯელინ კაუფი (აშშ) – 80.77
- პერინ ლაფონი (საფ) – 78.00