ზამთრის ოლიმპიადის მეექვსე დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადის მეექვსე დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მეექვსე დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გაითამაშეს.

დღის მთავარი გმირი გახდა იტალიელი შორტტრეკისტი არიანა ფონტანა, რომელმაც ქალებში 500 მეტრზე ვერცხლი მოიგო. მისთვის ეს არის მე-13 მედალი ზამთრის ოლიმპიადებზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ნიდერლანდელ ირენ ვიუსტს (ციგურებით რბენა). ფონტანაზე წინ არიან მხოლოდ ნორვეგიელები ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ბიატლონი) და მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბენა), შესაბამისად, 14 და 15 მედლით.

 

სამთო თხილამურები

სუპერგიგანტი. ქალები

  1. ფედერიკა ბრინიონე (იტა) – 1:23.41
  2. რომან მირადოლი (საფ) – +0.41
  3. კორნელია ჰიუტერი (ავსტრია) – +0.52

 

ციგურებით რბენა

5000 მ. ქალები

  1. ფრანჩესკა ლოლობრიჯიდა (იტა) – 6:46.17
  2. მერელ კონინი (ნიდ) – +0.10
  3. რაგნე ვიკლუნდი (ნორ) – +0.17

 

თხილამურებით რბენა

10 კმ. ქალები

  1. ფრიდა კარლსონი (შვედ) – 22:49.2
  2. ება ანდერსონი (შვედ) – +46.6
  3. ჯესიკა დიგინსი (აშშ) – +49.7

 

ციგაობა

შერეული ესტაფეტა

  1. გერმანია – 3:41.672
  2. ავსტრია – +0.542
  3. იტალია – +0.849

 

სნოუბორდი

კროსი. კაცები

  1. ალესანდრო ჰემერლე (ავსტრია)
  2. ელიოტ გრონდენი (კან)
  3. იაკობ დუზეკი (ავსტრია)

 

ფრისტაილი

მოგული. კაცები

  1. კუპერ ვუდს-ტოპალოვიჩი (ავსტრა) – 83.71
  2. მიკაელ კინგსბერი (კან) – 83.71
  3. იკუმა ჰორისიმა (იაპ) – 83.44

 

ფრისტაილი

ჰაფპაიპი. ქალები

  1. გაონ ჩოი (კორ) – 90.25
  2. ქლოე კიმი (აშშ) – 88.00
  3. მიცუკი ონო (იაპ) – 85.00

 

შორტ-ტრეკი

500 მ. ქალები

  1. ქსანდრა ველზებური (ნიდ) – 41.609
  2. არიანა ფონტანა (იტა) – 42.294
  3. კორტნი სარო (კან) – 42.427

 

შორტ-ტრეკი

1000 მ. კაცები

  1. იენს ვან ვაუტი (ნიდ) – 1:24.537
  2. ლონგ სუნი (ჩინ) – 1:24.565
  3. ჟონ-უნ რიმი (კორ) – 1:24.611