ზამთრის ოლიმპიადის მეცხრე დღეს მედლების 10 კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მერვე დღეს მედლების ათი კომპლექტი გაითამაშეს.
მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარი გმირია იოჰანეს კლებო, რომელმაც იტალიაში უკვე ოთხი ოქრო მოიგო და ახლა ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ზამთრის თამაშების ისტორიაში ამდენი ოქრო არცერთ სპორტსმენს არ მოუპოვებია. ამ ოლიმპიადამდე რეკორდსმენი სამი ნორვეგიელი იყო – ბიორნ დელი (თხილამურებით რბენა), მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბენა) და ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ბიატლონი), მათ კოლექციაში რვა-რვა ოქრო ჰქონდათ. კლებო მათ ჯერ დაეწია და ახლა კი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
ბიატლონი
გამოდევნებით რბოლა. 12.5 კმ. კაცები
- მარტინ პონსილუომა (შვედ) – 31:11.9 (1)
- სტურლა ლეგრეიდი (ნორ) – +20.6 (2)
- ემილიენ ჟაკლენი (საფ) – +29.7 (3)
ბიატლონი
გამოდევნებით რბოლა. 10 კმ. ქალები
- ლიზა ვიტოცი (იტა) – 30:11.8 (0)
- მარენ კირკეიდე (ნორ) – +28.8 (3)
- სუვი მინკინენი (ფინ) – +34.3 (0)
სამთო თხილამურები
გიგანტური სლალომი. ქალები
- ფედერიკა ბრინიონე (იტა) – 2:13.50
- ტეა ლუიზა სტიერნესუნდი (ნორ) – +0.62
- სარა ჰექტორი (შვედ) – +0.62
თხილამურებით რბოლა
ესტაფეტა 4×7.5 კმ. კაცები
- ნორვეგია – 1:04:24.5
- საფრანგეთი – +22.2
- იტალია – +47.9
სნოუბორდი
კროსი. მიქსტი
- ბრიტანეთი
- იტალია
- საფრანგეთი
ფრისტაილი
ორმაგი მოგული. კაცები
- მაიკლ კინგსბერი (კან)
- იკურა ჰორისიმა (იაპ)
- მეტ გრემი (ავსტრა)
ციგურებით რბენა
500 მ. ქალები
- ფემკე კოკი (ნიდ) – 36,49
- იუტა ლერდამი (ნიდ) – +0,66
- მიჰო ტაკაგი (იაპ) – +0,78
სკელეტონი
შერეული გუნდური
- ბრიტანეთი (სტოკერი/უესტონი) – 1:59.36
- გერმანია (კრეხერი/იუნგი) – +0.17
- გერმანია (პფაიფერი/გროტერი) – +0.18
შორტ-ტრეკი
1500 მ. კაცები
- 1. იენს ვან ვაუტი (ნიდ) – 2:12.219
- დე-ჰონ ჰვანი (კორ) – 2:12.304
- რობერტ კრუზბერგი (ლატ) – 2:12.376
ტრამპლინიდან ხტომა
დიდი ტრამპლინი. ქალები
- ანა ოდინე სტრიომი (ნორ) – 284.8
- ეირინ მარია კვანდალი (ნორ) – 282.7
- ნიკა პრევცი (სლოვენ) – 271.5