ზამთრის ოლიმპიადის მე-15 დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მე-15 დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გაითამაშეს.
ნორვეგიელმა მოთხილამურემ, იოჰანეს კლებომ 50-კილომეტრიანი მარათონი მოიგო და 11-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
კლებომ ამ ოლიმპიადაზე ორი გრანდიოზული რეკორდი დაამყარა:
* ნორვეგიელმა იტალიის თამაშებზე ექვსი ოქრო მოიგო, რითიც გააუმჯობესა ამერიკელი მოციგურავის, ერიკ ჰაიდენის რეკორდი, რომელმაც 1980 წლის ოლიმპიადაზე ხუთი ოქრო მოიპოვა.
* 11 ოქროთი კლებო ზამთრის თამაშების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა. ზაფხულის თამაშების გათვალისწინებით კი ის მეორეა და მხოლოდ მაიკლ ფელპსს (23 ოქრო) ჩამორჩება.
მე-15 დღის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა 40 წლის ნიდერლანდელი ციგურებით მორბენალი იორიტ ბერგსმა. მან მოიგო ციგურებით რბენის მას-სტარტი და თავის სახეობაში ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ბიატლონი
12.5 კმ. მასსტარტი. ქალები
- ოსეან მიშელონი (საფ) – 37:18.1 (2)
- ჟულია სიმონი (საფ) – +6.6 (1)
- ტერეზა ვობორნიკოვა (ჩეხ) – +7.4 (1)
ბობსლეი
ორადგილიანი. ქალები
- გერმანია (ნოლტე/ლევი) – 3:48.46
- გერმანია (ბუკვიცი/შუტენი) – +0.53
- აშშ (ჰემფრიზი/ჯონსი) – +0.75
ქერლინგი
კაცები
- კანადა
- ბრიტანეთი
- შვეიცარია
ციგურებით რბენა
მას-სტარტი. კაცები
- იორიტ ბერგსმა (ნიდ) – 68
- ვიქტორ ტორუპი (დან) – 47
- ანდრეა ჯოვანინი (იტა) – 21
ციგურებით რბენა
მას-სტარტი. ქალები
- მარეიკე გრონევოუდი (ნიდ) – 60
- ივანი ბლონდენი (კან) – 40
- მია მანგანელო (აშშ) – 20
თხილამურებით რბენა
50 კმ. კაცები
- იოჰანეს კლებო (ნორ) – 2:06:44.8
- მარტინ ნიენგეტი (ნორ) – +8.9
- ემილ ივერსენი (ნორ) – +30.7
ფრისტაილი
აკრობატიკა. მიქსტი
- აშშ (კიუნი, კარანი, ლილისი) – 325.35
- შვეიცარია (კოზომარა, ვერნერი, როტი) – 296.91
- ჩინეთი (სიე მენტაო, ვან სინდი, ლი ტიანმა) – 279.68
ფრისტაილი
სკი-კროსი. კაცები
- სიმონე დერომედისი (იტა)
- ფედერიკო ტომაზონი (იტა)
- ალექს ფივა (შვეიც)
სკი-ალპინიზმი
შერეული ესტაფეტა
- საფრანგეთი (აროპი/ანსელმე) – 26:57.4
- შვეიცარია (ფატონი/კისტლერი) – 27:09.3
- ესპანეთი (ალონსო როდრიგესი/კარდონა კოლი) – 27:23.9