ზამთრის ოლიმპიადის მე-14 დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადის მე-14 დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მე-14 დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გაითამაშეს.

ოლიმპიადას კიდევ ერთი სამგზის ჩემპიონი ჰყავს. შორტ-ტრეკში ორი ინდივიდუალური სტარტის მოგების შემდეგ ესტაფეტაში ოქრო მოიპოვა ნიდერლანდელმა იენს ვან ვაუტმა. მანამდე მან გაიმარჯვა 1000 და 1500 მეტრ დისტანციებზე, გარდა ამისა, ბრინჯაოს მედალი მოიგო 500 მეტრზე. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე გამოდიოდა მისი ძმა – მელე ვან ვაუტი, რომელმაც ოქრო და ვერცხლი მოიგო. ასე რომ, ძმების ანგარიშზე ექვსი მედალი მოდის.

 

ბიატლონი

15 კმ. მასსტარტი. კაცები

  1. იოჰანეს დალე-სკიევდალი (ნორ) – 39:17.1 (0)
  2. სტურლა ლაგრეიდი (ნორ) – +10.5 (1)
  3. კუენტენ ფიიონ მაიე (საფ) – +25.6 (4)

 

ციგურებით რბენა

1500 მ. ქალები

  1. ანტოინეტ დე იონგი (ნიდ) – 1:54.09
  2. რაგნე ვიკლუნდი (ნორ) – +0.06
  3. ვალერი მალტე (კან) – +0.31

 

ფრისტაილი

სკი-კროსი. ქალები

  1. დანიელა მაიერი (გერ)
  2. ფანი სმიტი (შვეიც)
  3. სანდრა ნესლუნდი (შვედ)

 

ფრისტაილი

აკრობატიკა. კაცები

  1. სინდი ვანი (ჩინ) – 132.60
  2. ნოე როტი (შვეიც) – 131.58
  3. ტიანმა ლი (ჩინ) – 123.93

 

ფრისტაილი

ჰაფპაიპი. კაცები

  1. ალექს ფერეირა (აშშ) – 93.75
  2. ჰენრი სილდარუ (ესტ) – 93.00
  3. ბრენდან მაკეი (კან) – 91.00

 

შორტ-ტრეკი

ესტაფეტა 5000 მ. კაცები

  1. ნიდერლანდები (იენს ვან ვაუტი, ბური, ემონსი, მელე ვან ვაუტი) – 6:51.84
  2. კორეა (ჰონი, მინი, სო, უნი) – 6:52.25
  3. იტალია (სიგელი, ნადალინი, შპეკენჰაუზერი, კასინელი) – 6:52.335

 

შორტ-ტრეკი

1000 მ. ქალები

  1. გილ-ლი კიმი (კორ) – 2:32.076
  2. მინ-ჩონ ჩოი (კორ) – 2:32.450
  3. კორინ სტოდარდი (აშშ) – 2:32.578