ზამთრის ოლიმპიადის მე-13 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მე-13 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გაითამაშეს.
ოლიმპიადას კიდევ ერთი სამგზის ჩემპიონი ჰყავს. სათხილამურო ორჭიდში ორი ინდივიდუალური სტარტის მოგების შემდეგ გუნდური ოქრო მოიპოვა ნორვეგიელმა იენს ლიუროს ოფტებრუმ.
მესამე ოქროს მოგება შეეძლო ციგურებით მორბენალ ჯორდან შტოლცს, მაგრამ 500 და 1000 მეტრზე დუბლის შემდეგ 1500 მეტრზე ვერცხლი აიღო.
2002 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოქროს მედალი მოიგო ფიგურულ სრიალში ქალებს შორის. ალისა ლიუმ სამ იაპონელს აჯობა, რომლებმაც 2-4 ადგილები დაიკავეს.
ციგურებით რბენა
1500 მ. კაცები
- ჟუნიან ნინგი (ჩინ) – 1:41.98 (ორ)
- ჯორდან შტოლცი (აშშ) – +0.77
- კიელდ ნიუსი (ნიდ) – +0.84
სათხილამურო ორჭიდი
ტრამპლინი+ესტაფეტა 2×7.5კმ.
- ნორვეგია (სკოგლუნი/ოფტებრუ) – 41:18.0
- ფინეთი (ჰირვონენი/ჰეროლა) – 41:18.5
- ავსტრია (რეტენეგერი/ლამპარტერი) – 41:40.3
ფიგურული სრიალი
ქალები
- ალისა ლიუ (აშშ) – 226.79
- კაორი საკამოტო (იაპ) – 224.90
- ამი ნაკაი (იაპ) – 219.16
სკი-ალპინიზმი
სპრინტი. ქალები
- მარიანა ფატონი (შვეიც) – 2:59.77
- ემილი აროპი (საფ) – 3:02.15
- ანა ალონსო როდრიგესი (ესპ) – 3:10.22
სკი-ალპინიზმი
სპრინტი. კაცები
- ორიოლ კარდონა კოლი (ესპ) – 2:34.03
- ნიკიტა ფილიპოვი – 2:35.55
- ტიბო ანსელმე (საფ) – 2:36.34
ჰოკეი
ქალები
- აშშ
- კანადა
- შვეიცარია