ზამთრის ოლიმპიადის მე-12 დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადის მე-12 დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მე-12 დღეს მედლების ცხრა კომპლექტი გაითამაშეს.

იოჰანეს კლებომ მეხუთე ოქრო მოიპოვა მიმდინარე ოლიმპიადაზე და 10-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ნორვეგიელმა გაუსწრო ცხრაგზის ჩემპიონებს – ლარისა ლატინინას (ტანვარჯიში), კარლ ლუისს (მძლეოსნობა), პაავო ნურვის (მძლეოსნობა), კალებ დრესელს (ცურვა), მარკ სპიცსა (ცურვა) და კეტი ლედეკის (ცურვა).

ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ მიკაელა შიფრინმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო, რომელიც მესამეა მის კოლექციაში.

იტალიელმა შორტტრეკისტმა, არიანა ფონტანამ მე-14 მედალი მოიპოვა ოლიმპიადებზე, რითიც გაუთანაბრდა ზამთრის ოლიმპიადების ყველაზე წარმატებული სპორტსმენების სიაში მეორე ადგილზე მყოფ ოლე-ეინარ ბიორნდალენს. ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბენა) – 15 (8+4+3)
  2. ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ბიატლონი) – 14 (8+4+2)
  3. არიანა ფონტანა (შორტ-ტრეკი) – 14 (3+6+5)
  4. ირენ ვიურსტი (ციგურებით რბენა) – 13 (6+5+2)

 

ბიატლონი

ესტაფეტა 4×6 კმ. ქალები

  1. საფრანგეთი (ბენე, ჟანმონო, მიშელონი, სიმონი) – 1:10:22.7 (1+6)
  2. შვედეთი (გესტლობი, მაგნუსონი, ე. ობერგი, ჰ. ობერგი) – +51.3 (1+7)
  3. ნორვეგია (იოჰანსენი, არნეკლეივი, კნოტენი, კირკეიდე) – +1:07.6 (0+7)

 

სამთო თხილამურები

სლალომი. ქალები

  1. მიკაელა შიფრინი (აშშ) – 1:39.10
  2. კამილა რასტი (შვეიც) – +1.50
  3. ანა სვენ-ლარსონი (შვედ) – +1.71

 

თხილამურებით რბენა

გუნდური სპრინტი. ქალები

  1. შვედეთი (სუნდლინგი, დალკვისტი) – 20:29.9
  2. შვეიცარია (ნ. კელინი, ფენდრიხი) – +1.4
  3. გერმანია (გიმლერი, რიძეკი) – +5.9

 

თხილამურებით რბენა

გუნდური სპრინტი. კაცები

  1. ნორვეგია (ჰედეგარტი, კლებო) – 18:28.9
  2. აშშ (ოგდენი, შუმახერი) – +1.4
  3. იტალია (ბარპი, პელეგრინო) – +3.3

 

სნოუბორდი

სლოუპსტაილი. კაცები

  1. სუ იმინი (ჩინ) – 82.41
  2. ტაიგა ჰასეგავა (იაპ) – 82.13
  3. ჯეიკ კანტერი (აშშ) – 79.36

 

სნოუბორდი

სლოუპსტაილი. ქალები

  1. მარი ფუკადა (იაპ) – 87.83
  2. ზოი სადოვსკი-სინოტი (ზელ) – 87.48
  3. კოკომო მურასე (იაპ) – 85.80

 

ფრისტაილი

აკრობატიკა. ქალები

  1. სიუ მენტაო (ჩინ) – 112.90
  2. დანიელა სკოტი (ავსტრა) – 102.17
  3. შაო ცი (ჩინ) – 101.90

 

შორტ-ტრეკი

ესტაფეტა 3000 მ. ქალები

  1. ს. კორეა (ჩოი, კიმი, სიმი, ნო) – 4:04.014
  2. იტალია (კონფორტოლა, ფონტანა, ბეტი, სიგელი) – 4:04.107
  3. კანადა (ბლესი, ბრიუნელი, ბუტენი, სარო) – 4:04.314

 

შორტ-ტრეკი

500 მ. კაცები

  1. სტივენ დუბუა (კან) – 40.835
  2. მელე ვან ვაუტი (ნიდ) – 40.912
  3. იენს ვან ვაუტი (ნიდ) – 41.908