ზამთრის ოლიმპიადის მე-11 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადის მე-11 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მე-11 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გაითამაშეს.

საფრანგეთის მამაკაცთა ნაკრები ბიატლონში პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო ამ გუნდის წევრი კენტენ ფიიონ მაიე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რითიც გაუთანაბრა ლეგენდარულ ნორვეგიელს იოჰანეს ბოეს. ამ ოლიმპიადაზე ფიიონ მაიემ მესამე ოქრო მოიგო და ამ მაჩვენებლით შვეიცარიელი სამთო მოთხილამურის, ფრანიო ფონ ალმენის გვერდით დგას.

 

ბიატლონი

ესტაფეტა 4×7.5 კმ. კაცები

  1. საფრანგეთი (კლოდი, ჟაკლენი, ფიიონ მაიე, პერო) – 1:19:55.2 (1+9)
  2. ნორვეგია (ულდალი, ბოტნი, ლეგრეიდი, კრისტიანსენი) – +9.8 (0+6)
  3. შვედეთი (ბრანდტი, ნელინი, პონსილუომა, სამუელსონი) – +57.5 (0+6)

 

ბობსლეი

ორადგილიან. კაცები

  1. გერმანია (ლოხნერი, ფლიაშჰაუზერი) – 3:39.70
  2. გერმანია (ფრიდრიხი, შიულერი) – +1.34
  3. გერმანია (ამოური, შალერი) – +1.82

 

ციგურებით რბენა

გუნდური გამოდევნება. კაცები

  1. იტალია (გიოტო, ჯოვანი, ლორელო, მალფატი)
  2. აშშ (სეპურანი, დოუსონი, ლემენი, მაკდერმოტი)
  3. ჩინეთი (ლიუ, ჟუნიანი, ვუ, ვენჰაო)

 

ციგურებით რბენა

გუნდური გამოდევნება. ქალები

  1. კანადა (ბლონდენი, მალტიე, ვაიდემანი, ლამარში)
  2. ნიდერლანდები (ბიონე, კერკჰოფი, გრუნევაუდი, დე იონგი)
  3. იაპონია (ჰორიკავა, სატო, ტაკაგი, ნოაკე)

 

სათხილამურო ორჭიდი

დიდი ტრამპლინი+10 კმ

  1. იენს ლუროს ოფტებრუ (ნორ) – 24:45.0
  2. იოჰანეს ლამპარტერი (ავსტრია) – 24:50.9
  3. ილკა ჰეროლა (ფინ) – 24:59.8

 

ფრიტაილი

ბიგ-ეირი. კაცები

  1. ტორმოდ ფროსტადი (ნორ) – 195.50
  2. მაკ ფორჰენდი (აშშ) – 193.25

3. მატეი შვანცერი (ავსტრია) – 191.25