ზამთრის ოლიმპიადის მე-10 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადის მე-10 დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა #1TVSPORT

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მეათე დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გაითამაშეს.

ფიგურულ სრიალში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. სპორტულ წყვილებში იაპონელებმა რიკუ მიურამ და რიუიტი კიჰარამ თავისუფალი პროგრამისთვის 158.13 ქულა მიიღეს, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია და ისინი მეხუთე ადგილიდან გახდნენ ჩემპიონები.

ამ ოლიმპიადის ყველაზე მდიდარმა სპორტსმენმა, ჩინელმა ეილინ გუმ ისევ ვერ მოიგო ოქრო. ოთხი წლის წინ მან ფრისტაილის სახეობებში – ბიგ-ეირსა და ჰალფპაიპში გაიმარჯვა, სლოუპსტაილში კი ვერცხლი აიღო. ამჯერად მას ორი ვერცხლი აქვს – ბიგ-ეირსა და სლოუპსტაილში. თუმცა ჩინელი რეკორდსმენი გახდა ოლიმპიადაზე ფრისტაილში მედლების რაოდენობით – 5. თან მას წინ აქვს გამოსვლა ჰალფ-პაიპში.

ბობსლეიში ქალებს შორის მონობობებით ასპარეზობა მოიგო ამერიკელმა ელანა მეიერს-ტეილორმა. მან იტალიელი შორტ-ტრეკისტის, არიანა ფონტანას შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეექვსე ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი. 41 წლის ამერიკელს აქამდე არ ჰქონდა ოქრო – სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, ახლა კი ის პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

კაცმა სამთო მოთხილამურეებმა დაასრულეს გამოსვლა ოლიმპიადაზე. მედლების ბოლო კომპლექტი სლალომში გათამაშდა. ოქრო მოიგო შვეიცარიელმა ლოიკ მეიარმა, რომელმაც ამ თამაშებზე ყველა სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

 

ბობსლეი

ერთადგილიანი. ქალები

  1. ელანა მეიერს ტეილორი (აშშ) – 3:57.93
  2. ლაუა ნოლტე (გერ) – +0.04
  3. კეილი ჰემფრიზი (აშშ) – +0.12

 

სამთო თხილამურები

სლალომი. კაცები

  1. ლოიკ მეიარი (შვეიც) – 1:53.61
  2. ფაბიო გშტრაინი (ავსტრია) – +0.35
  3. ჰენრიკ კრისტოფერსენი (ნორ) – +1.13

 

ტრამპლინიდან ხტომა

გუნდური. მამაკაცები

  1. ავსტრია (ჰიორლი/ემბახერი) – 568.7
  2. პოლონეთი (ვონსეკი/ტომასიაკი) – 547.3
  3. ნორვეგია (ფორფანგი/სუნდალი) – 538.0

 

ფიგურული სრიალი

წყვილები

  1. რიკუ მიურა/რიუიტი კიჰარა (იაპ) – 231.24
  2. ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (საქ) – 221.75
  3. მინერვა ჰაზე/ნიკიტა ვოლოდინი (გერ) – 219.09

 

ფრისტაილი

ბიგ-ეირი. ქალები

  1. მეგან ოლდჰემი (კან) – 180.75
  2. ეილინ გუ (ჩინ) – 179.00
  3. ფლორა ტაბანელი (იტა) – 178.25

 

შორტ-ტრეკი

1000 მ. ქალები

  1. ქსანდრა ველზებური (ნიდ) – 1:28.437
  2. კორტნი სარო (კან) – 1:28.523
  3. გილ-ლი კიმი (კორ) – 1:28.614