ზამთრის ოლიმპიადა | მაკა გიორგობიანი - ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადა | მაკა გიორგობიანი - ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით მეთხუთმეტე იყო ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე.

მისი გამოსვლა შეაფასა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.

„ნიკამ მოკლე პროგრამა წარმოადგინა. შეასრულა სამი ურთულესი ნახტომი. ოთხმაგი სალხოვი სამმაგ ტულუპთან კომბინაციაში სუფთად გააკეთა. ასევე სუფთად შეასრულა სამმაგი აქსელი. ოთხმაგი ტულუპისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა. ასევე მცირე შეცდომა იყო ნაბიჯების თანმიმდევრობისას. ჯამში, 85 ქულა დააგროვა, რაც 10 ქულით ნაკლებია მოკლე პროგრამაში მისი სეზონის საუკეთესო შედეგზე. თუმცა გადავიდა შემდეგ ეტაპზე, იასპარეზებს თავისუფალი პროგრამით და შეეცდება გააუმჯობესოს ნაჩვენები შედეგი“.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას 13 თებერვალს წარმოადგენს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:00 საათიდან შემოგთავაზებთ.