ზამთრის ოლიმპიადა | იურგენ კლოპი - მიყვარს ბიატლონი, სწორედ მასში ჩანს სპორტსმენის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგრადობა #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადა | იურგენ კლოპი - მიყვარს ბიატლონი, სწორედ მასში ჩანს სპორტსმენის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგრადობა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იტალიაშია და ზამთრის ოლიმპიადას დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

მან საჩემპიონო ზარიც დარეკა ვაჟთა ბიატლონის შეჯიბრებისას, რომელიც ფრანგი ერიკ პეროს გამარჯვებით დასრულდა.

„ზამთრის სპორტის სხეობების ფანი ვარ. მიყვარს სამთო თხილამურობა, ქროს ქანთრი… თუმცა ბიატლონი ჩემთვის განსაკუთრებულია. მასში კარგად ჩანს სპორტსმენის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგრადობა.

ოლიმპიადა მნიშვნელოვანი მოვლენაა. რაც უნდა რთული დრო იყოს მსოფლიოში, ოლიმპიადაზე ჯანსაღი სული ტრიალებს. სპორტსმენები ერთმანეთს ეპაექრებიან, ებრძვიან, მაგრამ მაინც მეგობრები არიან“, – ამბობს იურგენ კლოპი.