ზამთრის ოლიმპიადა | დღეს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ #1TVSPORT

09:00, 16.02.2026

მილანსა და კორტინა დამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს ქართულ წყვილს ვიხილავთ. ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ  ცეკვაში თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა გუშინ მოკლე პროგრამაში 75.46 ქულა დაიმსახურა და თავისუფალ პროგრამას მეორე ადგილით ხვდება.

შეგახსენებთ, რომ მათ ოლიმპიადის დასაწყისში, სხვა ქართველ ფიგურულ მოციგურავეებთან ერთად, გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

16 თებერვალს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. სამთო თხილამურობაში, კერძოდ, სლალომში საქართველოს ღირსებას ლუკა ბუჩუკური დაიცავს. ეს შეჯიბრება თბილისის დროით 13.00 საათზე დაიწყება.

მსგავსი