ზამთრის ოლიმპიადა | ანასტასია გუბანოვა - მიხარია, რომ საქართველოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მივეცი [ვიდეო] #1TVSPORT
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ გუნდური შეჯიბრების თავისუფალ პროგრამაში საკუთარი გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვიყავი მსგავსი გამოსვლით. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად ვიმუშავეთ. მიხარია, რომ საქართველო არ დავაღალატე და გუნდს მედლისთვის ბრძოლის შანსი მივეცი“.
2022 წელს ჩემი პირველი სეზონი იყო საქართველოს სახელით და ყველაფერს მშვიდად ვიღებდი. ახლა ბევრად უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ – ეს გარკვეულ ზეწოლას ქმნის, თუმცა თავს ვართმევ. მენტალურად უფრო რთულია, ფიქრის სტილიც შეიცვალა, მაგრამ ვარჯიშებზე საკუთარ თავს არ ვინდობ“, – აღნიშნა გუბანოვამ.
23 წლის მოციგურავემ გუნდური შეჯიბრების მოკლე პროგრამაში საქართველოს 6 გუნდური ქულა მოუტანა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 9 ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ანასტასია გუბანოვა 2026 წლის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამას 17 თებერვალს წარადგენს, ხოლო თავისუფალ პროგრამას – 19 თებერვალს.