ზალმაი ხალილზადმა ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა
ზალმაი ხალილზადმა ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა

ზალმაი ხალილზადმა ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.

„მადლობას ვუხდი მას ამერიკელი ხალხისადმი ათეულობით წლის განმავლობაში მსახურებისთვის“, – აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ამასთან, ბლინკენის ცნობით, ხალილზადს ავღანეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თომას უესთი შეცვლის, რომელიც აქამდე მის მოადგილედ მუშაობდა.

მრავალი წლის განმვლობაში ზალმაი ხალილზადი „თალიბანთან“ აშშ-ის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა და აღნიშნულ დაჯგუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერთ-ერთი სავანძო ფიგურა იყო.

დატოვე კომენტარი