„ზალცბურგმა“ ავსტრიის თასი მოიგო და უცნაური დაჯილდოების ცერემონია მოაწყო (ვიდეო)

20:39, 30.05.2020

ავსტრიაში საფეხბურთო სეზონი ქვეყნის თასის ფინალით განახლდა. გადამწყვეტ მატჩში „ზალცბურგმა“ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ 5:0 გაანადგურა ავსტრიის მეორე დივიზიონში მოთამაშე ლუშტენაუს „აუსტრია“.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დაჯილდოების ცერემონიისას სოციალური დისტანცირების წესი გამოიყენეს. „ზალცბურგის“ ფეხბურთელები სამ რიგად მოეწყვნენ ერთმანეთისგან ორი მეტრის დაშორებით. ისინი სპეციალურად დახაზულ რგოლებში იდგნენ და მისი დატოვების უფლება არ ჰქონდათ.

მსგავსი