„ზალცბურგი“ ერლინგ ჰოლანდის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს
„ზალცბურგი“ ერლინგ ჰოლანდის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს

ავსტრიული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 19 წლის ერვინგ ჰოლანდი გაასხვისოს, მაგრამ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ.

„ზალცბურგში“ კარგად იციან, რომ ჰოლანდის საკუთარ გუნდში ხილვა არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

ავსტრიული კლუბის ნორვეგიელი ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“. ჰოლანდის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურს.