ლონდონის „არსენალი“ დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის უორენ ზაირ-ემერის ტრანსფერით, – წერს გამოცემა Fichajes.
წყარის ცნობით, პარიზული კლუბი შეიძლება დათანხმდეს 19 წლის ფრანგის ტრანსფერს ლონდონური კლუბისგან სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში. „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა აფასებს უნივერსალურ ფეხბურთელს, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.
2024-25 წლების სეზონში ზაირ-ემერიმ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი საფრანგეთის ჩემპიონთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.