ზაიონ ვილიამსონმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ ზაიონ ვილიამსონმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გააცდინა, „ნიუ ორლეანის“ ახალწვეულმა მალევე დაამტკიცა, რომ ის ლიგაში დიდი მიზნებით მოვიდა

მანამდე სანამ ზაიონმა მუხლის ტრავმა მიიღო,„პელიკანსის“ შემადგენლობაში 14 შეხვედრაში ითამაშა და საშუალოდ 23.4 ქულას და 6.8 მოხსნას აგროვებდა. პარკეტზე ვილაიმსონი 28.6 წუთს ატარებს.

ტრავმის მორჩენის შემდეგ ზაიონმა საგრძნობლად მოუმატა. ბოლო 6 მატჩში ვილიამსონი საშუალოდ 28.2 ქულას აგროვებს. ახალგაზრდა კალათბურთელი მაიკლ ჯორდანის შემდეგ ლიგის პირველი ახალწვეული გახდა, რომელმაც ზედიზედ 5 შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა დააგროვა.

დატოვე კომენტარი