ზაიონ ვილიამსონის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა
ზაიონ ვილიამსონის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ნბა-ს 2019 წლის დრაფტის სავარაუდო მთავარი ფიგურა ზაიონ ვილიამსონი დაშავებულია.

ახალგაზრდა კალათბურთელმა კაროლინასთან წაგებულ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა, როგორც გაირკვა, ზაიონი დიუკ ბლუ დევილსს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება, რადგან ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ვილიამსონის კოლეჯის გუნდს რეგულარულში კიდევ 5 შეხვედრა დარჩა გასამართი. გუნდის ექიმები ვარაუდობენ რომ ახალგაზრდა ტალანტი მომდევნო მატჩში სირაქიუსის წინააღმდეგ ითამაშებს.