ზაიონ ვილიამსონის სამაგალითო საქციელი

11:48, 14.03.2020

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისა და პანდემიის დასამარცხებლად მსოფლიო დღითი დღე უფრო მეტად ცდილობს გადავიდეს დისტანციურ მუშაობასა და კონტაქტებზე. ეს კი უამრავ ადამიანს ხელფასების გარეშე ტოვებს. განსაკუთრებით, ეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არენებზე მომუშავე ხალხს ეხება, რომლებიც ხელფასს მანამდე ვერ მიიღებენ, სანამ რეგულარული სეზონი არ აღდგება.

ამ მართლაც რომ რთულ პერიოდში, სოლიდარობა არენაზე მომუშავე პიროვნებების მიმართ უამრავმა კალათბურთელმა გამოხატა. მათ შორის არის ლიგის 19 წლის ახალწვეული ზაიონ ვილიამსონი. „ნიუ ორლეანის“ მომავალმა ვარსკვლავმა, საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

ზაიონი აცხადებს, რომ მძიმე წუთებში საკუთარი გუნდის არენის მუშაკების გვერდით დგას და მათ დასახმარებლად 100 000 ამერიკულ დოლარს გამოყოფს.

მსგავსი