ზაიონ ვილიამსონი ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს
2019 წლის დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ ვილიამსონი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.
ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, ახალგაზრდა კალათბურთელმა მუხლი დაიზიანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ოფიციალური დიაგნოზი. წყაროს ცნობით, ვილიამსონი „ნიუ ორლეანს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
A severe injury has been ruled out for Zion Williamson’s right knee, but he is expected to miss period of weeks to start regular season, league sources tell ESPN. Pels are clearly treating injury with an abundance of caution but there’s no shortage of confidence on full recovery.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 18 October 2019