ზაგრებში ძიუდოში წლის მეექვსე გრან პრიზე ხვალ ლაშა ჩადუნელი და თორნიკე ნაგლიაშვილი იასპარეზებენ
ზაგრებში ძიუდოში წლის მეექვსე გრან პრიზე ხვალ ლაშა ჩადუნელი და თორნიკე ნაგლიაშვილი იასპარეზებენ

ზაგრები ხვალიდან ჭიდაობა ძიუდოში წლის მეექვსე გრან პრის გათამაშებას უმასპინძლებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრთაგან ხვალ საკუთარ ძალებს ლაშა ჩადუნელი (60კგ) და თორნიკე ნაგლიაშვილი (66კგ) მოსინჯავენ.

პირველ წრეში ლაშა ჩადუნელის მეტოქე უკრაინელი არტიომ ლესიუკი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ის თურქეთის სახელით მოასპარეზე ბექირ ოზლუს (ბეთქილ შუკვანი) დაუპირისპირდება.

ლაშა ჩადუნელის მსგავსად, ასევე პირველი წრიდან იწყებს ასპარეზობას თორნიკე ნაგლიაშვილი. ახალგაზრდებს შორის ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი სასტარტო შეხვედრას ამერიკელი რაიან ვარგასის წინააღმდეგ ჩაატარებს, გამარჯვების შემთხვევაში კი მომდევნო მეტოქედ ირლანდიელ ნათან ბარნსისა და ზამბიელ მეტიუ პუნზას შორის უძლიერესი ელის.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.