ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იწყებენ #1TVSPORT
ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე დღეს ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ – კობა ქარუმიძე
60 კგ – გიორგი კოჩალიძე
67 კგ – რატი ხოზრევანიძე
67 კგ – ანრი ხოზრევანიძე
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ – ნიკა ბროლაძე
72 კგ – მიშიკო ალექსანდრია
77 კგ – თემურ ორჯონიკიძე
87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე
87 კგ – აივენგო რიკაძე
97 კგ – ლუკა გაბისონია
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – რატი ტალიკიშვილი
ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.