ზაგრების ძიუდოსტთა გრან პრის გათამაშებაზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოსტთა გრან პრის გათამაშებაზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა.
57 კგ წონაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა 1/2 ფინალი იაპონელ ტამაოკისთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი კორეელ კიმს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზაგრების გრან პრის გათამაშებაზე ვაჟთა შორის 60 კგ. წონაში მოჭიდავე თემურ ნოზაძემ რეპეშაჟში მონღოლ ენხატაივანთან წააგო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.