ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალო“ კარგი გუნდია და შეცდომებს არ გვაპატიებს
ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალო“ კარგი გუნდია და შეცდომებს არ გვაპატიებს

საბურთალოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრამდე ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ბელიცა აცხადებს, რომ საქართველოს ჩემპიონთან მოდუნება არ შეიძლება.

„თამაშისთვის 20-ზე მეტი ფეხბურთელი ემზადება და ჯერ არ ვიცი, მათგან შემადგენლობაში ვინ უნდა მოხვდეს. ამაში „დამნაშავეები“ თავად არიან – ყველამ, ვინც ითამაშა, ჯერ ჩემი მოლოდინი გაამართლა. ხვალ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად მობილიზებულები და სერიოზულები პირველიდან ბოლო წუთამდე. „საბურთალო“ კარგი გუნდია და შეცდომებს არ გაპატიებს“, – ამბობს ნენად ბელიცა.

საბურთალოსთან“ თამაშისთვის გუნდის ლიდერები დანი ოლმო და ფრანსუა მუბანჟეც ემზადებიან, რომელთაც ტრავმა ჰქონდათ და ახალ სეზონში ჯერ არ უთამაშიათ. ბელიცამ კომენტარი მათზეც გააკეთა.

„ორივე მათგანი მატჩისთვის ემზადება და ვგეგმავთ, რომ სათამაშო დრო მივცეთ. ეს მატჩის მსვლელობაზეც იქნება დამოკიდებული”“,- განაცხადა ნენად ბელიცამ.

ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 30 ივლისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.