„ზაგლემბიემ“ გიორბელიძე და გაფრინდაშვილი წარადგინა #1TVSPORT
„ზაგლემბიემ“ გიორბელიძე და გაფრინდაშვილი წარადგინა #1TVSPORT

ლუბინის „ზაგლემბიემ“ ოფიციალურად დაადასტურა ორი ქართველი მოთამაშის ტრანსფერი – გურამ გიორბელიძისა და თორნიკე გაფრინდაშვილის.

პოლონური ექსტრაკლასას კლუბმა პირველი ტრანსფერი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ განახორციელა, გიორბელიძის ტრანსფერი გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გასულ სეზონში 26 წლსი მცველმა იჯარით დრეზდენის „დინამოში“ გაატარა, რომელიც მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა.

კლუბმა თორნიკე გაფრინდაშვილის ტრანსფერიც გამოაცხადა. ბათუმის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება 3 წლით გააფორმა. 25 წლის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონ გუნდში 2019 წელს „გაგრადან“ გადავიდა და კლუბის ყველა წარმატების მონაწილე იყო.

შეგახსენებთ, რომ პოზნანის „ლეხშიც“ ორი ქართველი თამაშობს და ორივე საქართველოს ნაკრების წევრია – ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი.