ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის შეძენის მთავარი კანდიდატები „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ იქნებიან #1TVSPORT
ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის შეძენის მთავარი კანდიდატები „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ იქნებიან #1TVSPORT

ივნისიდან „ნაპოლის“ საკუთრებაში მყოფი ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენის მთავარი კანდიდატები „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსი“ იქნებიან, – ინფორმაციას TEAMTalk-ი ავრცელებს.

ოსიმენი ამჟამად იჯარის წესით თურქულ „გალათასარაიში“ თამაშობს და გუნდთან ერთად თურქეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. ის ზაფხულში „ნაპოლიში“ დაბრუნებას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის ნიგერიელის მიზანია, სათამაშოდ ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს, თუმცა „იუვენტუსი“ თავდამსხმელის ძიებაშია და „ნაპოლის“ შესაბამისი წინადადებით მიმართავს.

ამჟამად ვიქტორ ოსიმენი, Transfermarkt-ის მიხედვით, 70 მილიონ ევროდაა შეფასებული.