ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „ნაპოლი“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს გაყიდვას შეეცდება, – ინფორმაციას გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ნაპოლიმ“ ეს გადაწყვეტლება მას შემდეგ მიიღო, რაც ლუკაკუ სანაკრებო შესვენების შემდეგ ნეაპოლში არ დაბრუნდა და ტრავმით გამოწვეული რეაბილიტაციის პროცესის სამშობლოში გავლა ამჯობინა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ლუკაკუ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს და მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის პერიოდის ბელგიაში გატარება მისთვის საუკეთესო არჩევანი იყო.
მიმდინარე სეზონში რომელო ლუკაკუმ „ნაპოლის“ რიგებში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ერთი გოლია.