ზაფხულში „არსენალი“ სუბიმენდის შეიძენს - გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია #1TVSPORT
ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის „არსენალი“ „სოსიედადის“ საყრდენ ნახევარმცველს მარტინ სუბიმენდის შეიძენს, – დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა.
წყაროს ცნობით, ეს გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია. ინგლისური კლუბი გაააქტიურებს ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტს და მასში 60 მილიონ ევროს გადაიხდის. „არსენალში“ უნდოდათ, რომ სუბიმენდი გუნდს იანვარში შეერთებოდა, მაგრამ „სოსიედადმა“ მოითხოვა ნახევარმცველის ლა ლიგაში ზაფხულამდე დარჩენა.
მიმდინარე სეზონში სუბიმენდიმ ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.