ზაფხულის სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება იზეიმა

12:03, 27.07.2020

ზაფხულის სუპერტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა იშიურა იყო, რომელსაც ლევანი აქამდე ხუთჯერ შეხვედროდა, საიდანაც სამი ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ტაჩიაის, ანუ პირველი ჯახისას, იშიურამ ჰენკა სცადა და ტოჩინოშინს გაეცალა, თუმცა ლევანმა ბალანსი არ დაკარგა, მეტოქის მავაშიზე ორივე ხელით აიღო ჩავლება და იორიკირით გაიმარჯვა. როგორც უკვე გითხარით, ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და მხოლოდ სამი მარცხია.

მსგავსი