ზაფხულის ბაშოს მეათე დღეს ტოჩინოშინმა მარცხი იწვნია
ზაფხულის ბაშოს მეათე დღეს ტოჩინოშინმა მარცხი იწვნია

ზაფხულის ბაშოს მე-10 დღეს ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინის მეტოქე ექს-სეკივაკე კოტოიუკი იყო, რომელიც ამ ბაშოზე მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა.

სამწუხაროდ, ლევანმა პოზიცია პირველივე შეჯახებისას დათმო და მიუხედავად იმისა, რომ უვატენაგეს გაკეთება, ანუ თავზე ხელის კვრით მეტოქის წაქცევა წარმატებით სცადა, მანამდე თავად გადააბიჯა დოჰიოს მიღმა და მიმდინარე ტურნირზე მეოთხედ დამარცხდა.

კოტოიუკიმ გამარჯვება ოშიდაშით მოიპოვა. ახლა გორგაძის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და ოთხი მარცხია. კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად მას დარჩენილი ხუთიდან ორი ბრძოლის მოგება სჭირდება.

ბაშოს მე-11 დღეს ქართველის მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯი იქნება.