ზაბიტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კვლავ დაუმარცხებელია
ზაბიტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კვლავ დაუმარცხებელია

მოსკოვში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი საბრძოლო ღამე გაიმართა. მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩატარდა. ზაბიტ მაგომედშარიპოვი (18-1) კელვინ კატარს (20-4) დაუპირისპირდა და 3-რაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ დაღესტნელი მებრძოლი მოსკოვში ოქტაგონზე ქართული მუსიკის თანხლებით გამოვიდა. შედეგად, ზაბიტმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) რიგით მეექვსე გამარჯვება იზეიმა. იმავე დღეს ალექსანდრ ვოლკოვმა გრეგ ჰარდის, ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. დენი რობერტსმა ზელიმ იმადაევი ნოკაუტით დაამარცხა.