ზაალიშვილმა და ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ზაალიშვილმა და ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.

ტურნირზე მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

ბექამ ჩეხი დავიდ კლამერტი იპონით დაამარცხა.

 

ზაალიშვილმაც ასევე ლამაზი გდებით პოლონელ ვოიცეხ კორდილიაკს სძლია.

 

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე შეჯიბრს ჩაეხსნა და ქართველი მერვედფინალში გავიდა. რამდენიმე წუთში პირველ შეხვედრას ჩაატარებს სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია.

ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყო , ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.