ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალშია - ღვინიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალშია - ღვინიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.

ტურნირზე მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მეოთხედფინალში ჩეხი კრპალეკი შებოჭვით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ სპაიკერსთან იჭიდავებს.

 

მეოთხედფინალშია ბექა ღვინიაშვილი (90კგ), სადაც იგი ფრანგ დამიერს დაუპირისპირდება. ილია სულამანიძე (100კგ) მერვედფინალურ, ხოლო სოფიო სომხიშვილი მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებენ.

 

შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.