ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, სომხიშვილი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ძიუდოისტი განაგრძობს.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა უზბეკ ბახტიოროვთან გაშვებული ვაზარის შემდეგ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და ფინალში გასასვლელად მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონს, კუბელ გრანდას დაუპირისპირდება.

სოფიო სომხიშვილმა მერვედფინალური ორთაბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ ჰერშკოსთან დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

გარანდ სლემის პირველივე შეხვედარში დამარცხდა ონისე სანებლიძეც (100 კგ) და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

26 მარტი

11:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.